პრეზიდენტი - ჩვენ სადაც ვართ, იქ უნდა გავმაგრდეთ, არავინ დაგვიბლოკავს აქ ვინმეს, თუ არა თვითონ ჩინეთი - თუ ჩამოირეცხა ყველა ხიდი და გვირაბი, რაც აგვიშენეს - უნდა ვიცოდეთ, რომელ ერთობაში ვართ, ვისთან ვართ და რა არის ჩვენი სამყარო

ჩვენ სადაც ვართ, იქ უნდა გავმაგრდეთ, არავინ დაგვიბლოკავს აქ ვინმეს, თუ არა თვითონ ჩინეთი - თუ ჩამოირეცხა ყველა ხიდი და გვირაბი, რაც აგიშენეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელმაც იცოდა ახლო, თუ შორეული პარტნიორების დაბალანსება.

“ჩინური გავლენები, ჩინელების დაბლოკვა, „მაინცდამაინც აქ და მხოლოდ აქ“, ანუ ეს კონსპირაციების რაღაცა მითები არსად არ წაგვიყვანს და აქედან ვერაფერს ვერ გამოვიტანთ, ჩვენ სადაც ვართ, იქ უნდა გავმაგრდეთ, არავინ არ დაგვიბლოკავს აქ ვინმეს, თუ არა თვითონ ჩინეთი - თუ ჩამოირეცხა ყველა ის ხიდი და გვირაბი, რაც აგვიშენა, მაგრამ თუ არა, ჩინეთიც შეიძლება აქ თავისი ეკონომიკური მიზნებით იყოს, ოღონდ დაბალანსებული ყველა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელმაც იცოდა სხვადასხვა მისი პარტნიორების, (ახლო, თუ შორეული პარტნიორების) დაბალანსება და ეს შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ, რომელ ერთობაში ვართ, ვისთან ვართ და რა არის ჩვენი სამყარო - ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი სამყარო და არა სხვა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება