პრეზიდენტი - არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული - ინდივიდუალურ სანქციებზე არასოდეს ვსაუბრობ, ეს არ არის ჩემი როლი

არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ახალგაზრდის კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, კერძო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს მოიცავს, ეფექტური, პრეზიდენტი პასუხობს, რომ პრეზიდენტი ინდივიდუალურ სანქციებზე არ უნდა საუბრობდეს, რადგან ეს მისი როლი არ არის.

„ვისაც ვხვდები, მომავალ დღეებშიც მექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მე ვეუბნები, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა. დღეს ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ეს არ არის ის მომენტი, როცა უნდა დაისაჯოს ევროპელებისა თუ ამერიკელებისგან. მე როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ინდივიდუალურ სანქციებზე არასოდეს ვსაუბრობ, ეს არ არის ჩემი როლი. არც სანქციების ეფექტურობაზე არ შეიძლება ვისაუბრო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება