საქართველო აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, კონსერვაციისთვის რესურსების მობილიზებაზე და ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაზე 17 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა და ბიომრავალფეროვნების 70-მდე ექსპერტმა, აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პორტფელის ხელმძღვანელმა ონნო ვან დენ ჰეუფელმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნეს.

მინისტრის მოადგილემ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე და ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართვა ჩვენი ქვეყნის კონვენციებში აქტიური ჩართულობის და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კარგვა უდიდესი გამოწვევაა. ამ დიალოგის მიზანია, ერთად გამოვნახოთ ბიომრავალფეროვნების დაცვის და დაფინანსების გზები; გავუზიაროთ ერთმანეთს ტყეების აღდგენის, კონსერვაციის, ვენის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენების გამოცდილება”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიომრავალფეროვნების ფინანსურ ინიციატივას (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2012 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების ფინანსებში არსებული დეფიციტის აღმოფხვრა და რესურსების ეფექტიანი მობილიზებაა. ინიციატივას 41 ქვეყანა უჭერს მხარს, მათ შორის საქართველო, რომელიც BIOFIN-ის გლობალურ პარტნიორობას 2016 წელს შეუერთდა.

გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„გლობალურ დონეზე, ბიომრავალფეროვნება დიდი კრიზისის წინაშეა, ურბანიზაციის გამო, ფლორის და ფაუნის სხვადასხვა სახეობების გაქრობა მიმდინარეობს. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გზები განვიხილოთ. ხაზგასასმელია, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში; ფლორის 21% ენდემურია, 100-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა, რაც საქართველოს მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია”, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული გეგმა 2019 წელს მიიღო, რის შემდეგაც, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტი ოთხჯერ გაიზარდა; მიმდინარეობს 17 ინოვაციური პროექტი, რომელთა მიზანი ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და კონსერვაციის ხელშეწყობაა.

„UNDP-BIOFIN რეგიონულ შეხვედრებს, მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და სტრატეგიების, მექანიზმებისა და მეთოდოლოგიების დახვეწის მიზნით, ყოველწლიურად მართავს. ბიომრავალფეროვნების ფინანსურ ინიციატივას, 2024 წელს, კიდევ 91 ქვეყანა შეუერთდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა