ირაკლი ფავლენიშვილი - ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი, თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი

ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი, თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, პრეზიდენტის კანდიდატურაზე შეთანხმება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.

სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმების საგანი, ამიტომ ჯერ ნაადრევია საუბარი, სანამ ეს შეთანხმება შემდგარა. მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების მერე უნდა მოხდეს პრეზიდენტზე შეჯერება. რაც შეეხება ზოგადად ჩვენი პარტიის პოზიციებს, ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი და თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს