შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში, აქ არიან და ვითომ არ არიან

ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან, - ამ სიტყვებით გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პლენარული სხდომა და დარბაზში მყოფ დეპუტატებს მიმართა.

პაპუაშვილმა დეპუტატებს კენჭისყრებისა და რეგისტრაციის დროს დარბაზში ყოფნისკენ მოუწოდა.

„კოლეგებო, განსაკუთრებით უმრავლესობის წევრებს მინდა მოგმართოთ, როგორც ხედავთ ოპოზიცია ერთობა, რეგისტრაციას არ გადის და დამალობანას თამაშობს სხდომათა დარბაზში. აქ არიან და ვითომ არ არიან. როგორც აქამდე, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა საერთოდ ამ ქვეყანაში ყველაფერი ასეთი უპასუხისმგებლო ოპოზიციის ფონზე. ამიტომ, გთხოვთ რახან ხედავთ, რომ ასეთი ობსტრუქციაა ამ საკითხზე ვიყოთ კონცენტრირებული. ერთი საათი მოუწიათ ლოდინი კოლეგებს იმიტომ, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმა პარლამენტში მოსვლა დააგვიანა. ამიტომ გთხოვთ, კენჭისყრების დროს, რეგისტრაციის დროს ყველა იყოთ დარბაზში. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 12:00 საათისთვის დანიშნული პარლამენტის პლენარული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით - 13:07 საათზე გაიხსნა.

ამის მიზეზი იყო ის, რომ სესიის გახსნისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატი - სულ მცირე პარლამენტის 76 წევრი პარლამენტში არ იმყოფებოდა.

სწორედ ამ მიზეზით პლენარული სხდომა გუშინ 15:00 საათზე დაიწყო, მანამდე კი ორი რეგისტრაცია ჩატარდა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში 76 დეპუტატი არ იმყოფებოდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს