თბილისის საკრებულოს დელეგაციამ სტამბულში სამედიცინო მიმართულებით შეხვედრები გამართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე პირველ მოადგილესთან, გიორგი ახვლედიანთან, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრ, გივი ჩხარტიშვილთან ერთად დედაქალაქის საკრებულოსა და „მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტამბულს ეწვია.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტი სტამბულში თურქული მხარის ინიციატივით გაიმართა.

„საკრებულოს დელეგაციამ შემდგომი ურთიერთთანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები გაიმართა „მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის“ დამფუძნებელსა და საბჭოს წევრთან, ბერქ ბოზკურტთან, საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორ ბურაქ ქოსესთან, აგრეთვე საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მეჰმეტ ფათიჰ თურანთან.

ვიზიტის ფარგლებში საკრებულოს დელეგაცია „მედიკანა ათაქოის“ გენერალურ დირექტორს, ერდალ იბანოღლუსაც, შეხვდა და კლინიკები „ზინჯირლი ქუიო“ და „მედიკანა ათაქოისი“ მოინახულა.

საკრებულოს დელეგაცია ფენერბახჩეს უნივერსიტეტსაც ეწვია, სადაც ფენერბახჩეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და ათაშეჰირის MBA კოლეჯში შეხვედრა გამართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება