თამარ გაბუნია - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება,- აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.

„აღნიშნული პროგრამით 90-ამდე ბავშვმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა 0-იდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი დადასტურებული აქვთ. ბავშვის მდგომარეობის შესწავლა სპეციალური ექსპერტების საბჭოს მიერ ხდება. საბჭოში უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები არიან და ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აჯობებს ბავშვის გაგზავნა პროგრამაში მონაწილე 6 კლინიკიდან. 4 კლინიკა თურქეთშია, ასევე კლინიკებია ესპანეთში და ისრაელში. აქ ოჯახის არჩევანიც მნიშვნელოვანია, თუმცა ექიმები სამედიცინო დაწესებულებას სპეციალიზაციის მიხედვით გვირჩევენ.

ფინანსდება სერვისი, მკურნალობა. როდესაც, ბავშვი ჩადის უცხოეთის რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, ის მისთვის საჭირო მკურნალობას იღებს. თუ არის დამატებითი მკურნალობა საჭირო, ამისთვის დამატებით სოლიდარობის ფონდის რესურსიც გამოინახება, დამატებით საჭიროებას ითვალისწინებს რეფერალური პროგრამაც. 90% საჭიროებების, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

პროგრამა არის ის მექანიზმი, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს საუკეთესო შესაძლო ონკოლოგიური სერვისი მივაწოდოთ ჩვენს ბავშვებს, ამის პარალელურად პროგრამები საქართველოშიც გრძელდება. არის ქართული კლინიკები, რომლებიც კვლავაც აწვდიან ონკოლოგიურ სერვის, არიან ოჯახები, ვისაც შესაძლოა აქ ერჩივნოს დარჩენა.

ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში ონკოლოგიური კუთხით იგივე შესაძლებლობა შეიქნას. კლინიკებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მეთვალყურეობის გაგრძელებაა საჭირო, ეს საქართველოს პირობებში გრძელდება. გამოცდილების ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია