ჯაბა სამუშია SDSU-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ახალ ეტაპს დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაზე საუბარი პარტნიორი უნივერსიტეტების ცნობადობის ამაღლების აუცილებლობას და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ SDSU -ისა და თსუ-ის საერთო მრავალფეროვანი მიმდინარე პროგრამების შესახებ ისაუბრა და ქართველი კურსდამთავრებულების წარმატებას გაუსვა ხაზი.

“ჩვენს პროგრამებს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერება (ქართული, ინგლისური) მიღებული აქვთ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია. ასევე, აშშ-ის ქიმიკოსთა საზოგადოების (ACS) აკრედიტაცია ქიმია-ბიოქიმიის მიმართულებით. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ რა დოზით არიან დაინტერესებული ქართველი სტუდენტები ჩვენი საერთო პროგრამებით. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც მაღალია კონკურენციის ინდექსიც. აღსანიშნავია წარმატებული კურსდამთავრებულების მიღწევებიც. მათი უმრავლესობა დასაქმებულია და ისინი ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები არიან დასაქმების ბაზარზე. ვისურვებდით, რომ გარდა არსებული პროგრამებისა, თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვა პროგრამებითაც,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველო გამოთქვამს მზაობას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააგრძელოს თანამშრომლობა, რათა შენარჩუნდეს პროექტის დადებითი შედეგები.

“ჩვენი პარტნიორობის საფუძველზე, გვაქვს არაერთი აკრედიტებული პროგრამა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, ჩადებული რესურსისთვისა და ინვესტიციისთვის, რადგან სწორედ მათი დახმარებით ვითარდება უმაღლესი განათლება ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად საქართველოში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენმა ურთიერთობამ დაამტკიცა, რომ განათლებას საზღვრები არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კვლავ არის მზად, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გავაგრძელოთ თანამშრომლობა,” - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ SDSU-ის პარტნიორი უნივერსიტეტების- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებიც.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, როგორც მეორე კომპაქტის ერთ-ერთი ნაწილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა