ლანა გალდავა - „ლელოს“ ინიციატივაა, სუს-დან ანტიკორუფციული საქმიანობა გამოვიდეს და ევროპული სტანდარტის ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნას - გაუქმდება პარლამენტის ნდობის ჯგუფი, ხოლო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ორ ნაწილად გაიყოფა

პარტია „ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ანტიკორუფციულ საქმიანობას ცალკე გამოიტანენ და დამოუკიდებელი, ძლიერი, ერთიანი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება.

მისივე თქმით, „ლელოს“ რეფორმის მეშვეობით თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ორ ნაწილად - თავდაცვის და ძალოვანი უწყებების კომიტეტად გაიყოფა.

„ჩვენ სრული პაკეტი ძალოვანი უწყებებთან დაკავშირებით გვაქვს. დღეს ვისაუბრებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის გეგმასთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიგნით, ასევე საპარლამენტო კონტროლს, როგორ დავამყაროთ უფრო მეტად ეფექტიანი, იცით, რომ დღეს ფაქტობრივად საპარლამენტო კონტროლი არ ხორციელდება. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი ლუსტრაციის კანონი იქნება და ამ მიმართულებით, ჩვენ, „ლელოს“ ლუსტრაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ დაინიცირებული გვაქვს საქართველოს პარლამენტში „საქართველოს დაცვის აქტი“, რომელიც მიძღვნილია იმისკენ, რომ რუსული საცეცები და პოლიტიკა ამ ქვეყანაში არ იყოს და ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, დავასრულებთ უკანონო მიყურადებას და თვალთვალს. ვერასოდეს ამ ქვეყანაში, კრებსების სახით, ძალოვანი უწყებები დანაშაულებრივ მანიპულაციას ვერ მოახდენენ.

რაც შეეხება უშუალოდ რეფორმას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ანტიკორუფციული საქმიანობა აუცილებლად გამოტანილი იქნება და დამოუკიდებელი, ძლიერი, ერთიანი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება. ამავდროულად, პარლამენტში ნდობის ჯგუფი გაუქმდება. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი უნდა გაიყოს ორ ნაწილად - თავდაცვის და ძალოვანი უწყებების კომიტეტად. საიდუმლო ინფორმაციაზე კონტროლი აბსოლუტურად ძალოვანი უწყებების კომიტეტს უნდა დაექვემდებაროს. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სავალდებულო წესით არა მხოლოდ პლენარულ სხდომებზე უნდა მოდიოდეს, არამედ ოპოზიციას ქვეყანაში უნდა შეეძლოს, იგი საკომიტეტო მოსმენებზე დაიბაროს, სადაც როგორც მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, რომ მას შეკითხვები დაუსვან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საიდუმლო ინფორმაცია ღია ფორმატში გაჟღერდეს, მაგრამ ვინც კომიტეტის ფარგლებში დაიშვება, მათ წინასწარ ეცნობებათ, რა არის საიდუმლო და რა ნაწილი - არა. მათ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ექნებათ“, - განაცხადა გალდავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში