4-5 ივლისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება

მოხარულები ვართ გაცნობოთ GREDA-სა და Invest In Network-თან პარტნიორობით, ექსპოჯორჯიას მიერ ორგანიზებულ მომავალ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორზეა ფოკუსირებული და გაიმართება 4-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრის მეთერთმეტე პავილიონში.

გამოფენა, ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი საუკეთესო პლათფორმა იქნება ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად.

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში შეკრებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფორუმზე ხუთ ძირითადი თემის გარშემო გაიმართება დისკუსია:

  1. 360 გრადუსიანი პერსპექტივა: საქართველო მწვანე ენერგიაზე გადასვლის გზაზე
  2. განახლებადი ენერგიის ფინანსირების შესაძლებლობები
  3. მზის ფოტოვოლტაიკური სისტემებისა და შენახვის საწყისი ნაბიჯები
  4. ქარის ენერგიის წარმატების მასშტაბირება
  5. ჰიდროენერგიის პოტენციალის მაქსიმიზაცია

ფორუმს ეყოლება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სპიკერები, სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან (GEDF, ESCO, EBRD, GRPH, Masdar და სხვა).

გამოფენის მონაწილეები იქნებიან, როგორც მსხვილი, ისე შედარებით ახალი და მცირე ზომის კომპანიები. პრიორიტეტულად გამოკვეთილია მზის ენერგიის მიმართულება, თუმცა საინტერესო კომპანიები იქნებიან წარმოდგენილები ჰიდროს და ქარის მიმართულებითაც, მაგალითად - Cynk Hydro, Ecoville, Enovus/Frosio Next, Rey Energy, Helios Energy, Coptertech, Shtigen და სხვა.

ნუ გამოტოვებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად, საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების პოტენციურ პარტნიორებთან წარსადგენად, სიახლეებთან გასაცნობად და მდგრადი ენერგეტიკის მომავალში წვლილის შესატანად!

გამოფენაზე და კონფერენციაზე მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს: www.energyexpo.ge

მონაწილეობასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:

mtsaishvili@expogeorgia.ge, ttavadze@expogeorgia.ge

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე