სუს-ის უფროსი - 2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას

2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული მცდელობების გასანეიტრალებლად სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, გატარდა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რითაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარების თავიდან აცილება მოხერხდა.

ამასთან, როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები წარმოადგენდა.

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა უცხოური და საქართველოსი მოქმედი ცალკეულ პირთა ჯგუფებისა და ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედების პერსპექტივებსა და გეგმებთან დაკავშირებით.

2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2023 წელს დაფიქსირდა მედიასაშუალებების, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსივრცის გამოყენებით მიზანმიმართული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა“, - აღნიშნა სუს-ის უფროსმა.

გარდა ამისა, გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მიგრაციული არხებისა და ნაკადების მონიტორინგი წარმოადგენდა.

მისი თქმით, სამსახურმა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე განიხილა, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას ითხოვდნენ.

„2023 წელს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა მიგრაციული არხებისა და ნაკადების მონიტორინგი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლისა და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველთა შესწავლას, რაც საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით ხორციელდებოდა. საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა განიხილა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას. საქართველოს მოქალაქეობის სხვადასხვა წესით მინიჭება/აღდგენასთან დაკავშირებით განხილულ იქნა 12 402 საქმე“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსის განმარტებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 14 საქმეზე დაიწყო, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტში კი სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

„2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების გასანეიტრალებლად გატარებული ღონისძიებების შედეგად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 14 საქმეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა