გრიგოლ ლილუაშვილი - 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობას ადგილი არ ჰქონია.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ამავე პერიოდში ქვეყანაში სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი არ არსებობდა, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირებული იქნა.

„2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას აქტიურად

განაგრძობდა. მიმდინარეობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტების დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე, რეაგირების შესაძლებლობის დახვეწა, მათ შორის კონტრტერორისტულ საქმიანობაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პრაქტიკას ტერორიზმსა და ძალადობის ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების კონტექსტში.

უწყების მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით წარმოებული სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის ფარგლებში ანტიტერორისტულმა ცენტრმა „დაეშის“ მიერ უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე ტერაქტების განხორციელებასთან დაკავშირებული გეგმები გამოავლინა და გაშიფრა.

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი სამსახურის მხრიდან კონტრტერორისტული მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგად 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობას ადგილი არ ჰქონია. ქვეყანაში არ არსებობდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად იქნა შემცირებული. ასევე, კვლავ მცირე იყო საქართველოში ტერორისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გარდა ამისა, სუს-ის უფროსის თქმით, 2023 წელს ტერორიზმის ბრალდებით ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მიზნით პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა სირიაში მებრძოლი საქართველოს 3 მოქალაქე.

„2023 წელს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ, რომელიც 2013 წლიდან სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში იბრძოდა. ის „დაეშის“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური იყო და მჭიდრო კავშირი ჰქონდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ადგილზე მოქმედ ლიდერებთან.

2023 წელს ტერორიზმის ბრალდებით ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მიზნით პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა სირიაში მებრძოლი საქართველოს 3 მოქალაქე, რომელთა მიმართ გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მათზე გამოცხადებულია ძებნა.

საანგარიშო პერიოდში გამოწვევას წარმოადგენდა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ყოფნა, რომლებიც სავარაუდოდ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს იზიანებდნენ. აღნიშნული კატეგორიის რამდენიმე ათეული პირის მიმართ გავატარეთ კანონმდებლობით დადგენილი პრევენციული ზომები, რის შედეგადაც მათ მოუხდათ ქვეყნის დატოვება.

გარდა ამისა, მუდმივ რეჟიმში ვახორციელებდით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოში ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიზნით. მათ შორის, კიბერსივრცეში რადიკალური იდეების სავარაუდო გავრცელების ფაქტებზე რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობდა, ხოლო გამოვლენის შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირება ხდებოდა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღებული შესაბამისი ზომების, სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის შედეგად საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციების სხვაგვარი სახის დახმარების გაწევის ფაქტები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა