ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კვლავაც გაძლიერდება

ვისურვებ, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს , - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან სოციალურ ქსელში „X” გამოაქვეყნა.

ამ სიტყვებით სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ერთობლივად მუშაობის იმედი გამოთქვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება