წყალმომარაგების სფეროში ყველაზე მსხვილი ევროპელი  ინვესტორი, FCC Aqualia-ს წარმომადგენლები  პირველ  ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე და GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე FCC Aqualia-ს წარმომადგენლებმა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 80%-იანი წილი შეიძინა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან.

,,Aqualia-ს და FCC-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. აქციონერები მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება.” - აცხადებს ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი.

„ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისინი ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, შემოაქვთ ახალი ტექნოლოგიები და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ესპანურ კომპანია Aqualia - ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად, რომლის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია საქართველოს დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და მცხეთის უწყვეტი და უსაფრთხო წყალმომარაგება. იმედი გვაქვს, რომ Aqualia - ს წარმატებული მაგალითი დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ბაზარზე ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის.“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, ფინანსური დირექტორი ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი, საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი ლუის ფრანცისკო დე ლოპე ალონსო, GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, “საქართველოს კაპიტალის” თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორის მოადგილეები ავთო ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით