პიტერ სტანო - მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაასრულონ უარყოფითი მოვლენები, დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები

მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაასრულონ უარყოფითი მოვლენები, დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო.

“ევროკავშირი წუხს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინების, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს დაასრულონ ეს უარყოფითი მოვლენები, და დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ენის გამოყენებისგან, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღვივება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე ღრმად შეშფოთებული რჩება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო.

ის საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებიც უზუსტოა და არ შეესაბამება საქართველოს მიერ გამოცხადებულ ევროკავშირისკენ მისწრაფებებს და რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ საქართველოს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე.

„ევროკავშირი ამჟამად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის და საქართველოს დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრის სხვა ქმედებებზე საპასუხოდ ყველა ვარიანტს განიხილავს.

მთავრობას მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს ევროკავშირისკენ გზას. ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხისა და დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის სასარგებლოდ მათი უდიდესი უმრავლესობის არჩევანის გვერდში დგომას”, - განაცხადა სტანომ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება