გრიგოლ ლილუაშვილი სავიზო სანქციებზე - ეს არ არის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა იმედს გამოვთქვამ, პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს

ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა აშშ-ის მიერ სავიზო სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას.

ლილუაშვილის თქმით, უწყების დონეზე, საქართველოს აშშ-სთან იდეალური ურთიერთობები აქვს, პარტნიორობა გრძელდება და ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.

„განცხადების შინაარსში პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ ეს იყო კონფიდენციალური, შესაბამისად, ვერც მე და ვერც ვერავინ, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს არის თუ არა [სანქცირებულთა] სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც განმეორდა სასამართლო ხელისუფლების წარმომდგენლების მიმართებით. ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს, ისევ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, პოლიტიკური კუთხითაც, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

მინდა გითხრათ, რომ უწყების დონეზე ჩვენ გვაქვს იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება და ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. უფრო მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და ვგეგმავთ თანამშრომლობის ახალ საინტერესო ეტაპებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმიც იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებამდე.

„სანქციების თემა უკავშირდება სავიზო შეზღუდვას. მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადადგილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მაინც და მაინც იქ ჩასვლის მერე უნდა გაიგოს თავისი დასანქცირების შესახებ. როცა საელჩოს ვიზასთან დაკავშირებით მიმართავს, იქ გამოჩნდება მისცემენ თუ არა.

მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვიმყოფებოდით ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებამდე. ამ თანამშრომლობას და პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე