გრიგოლ ლილუაშვილი - საგამოძიებო მოქმედებები არ შემოიფარგლება, მხოლოდ ქვეყნის შიგნით განსახორციელებელ მოქმედებებზე, მოიცავს რამდენიმე  ქვეყანასაც, ზოგიერთ მათგანში, სამწუხაროდ არ არის მშვიდობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ღია ეთერებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ისმოდა მოწოდებები, იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ერთმანეთისგან გაემიჯნათ.

როგორც ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები არ შემოიფარგლება, მხოლოდ ქვეყნის შიგნით განსახორციელებელ მოქმედებებზე, ეს მოიცავს რამდენიმე ქვეყანასაც.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მიმდინარე თვეების განმავლობაშიც, ღია ეთერებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ხშირად გვესმოდა მოწოდებები, მცდელობები იმისა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გაემიჯნათ. ამ საკითხზე პოლიტიკურ დისკუსიაში არ შევალ, რადგან ეს ჩემი მანდატი არ არის. ჩემი მანდატით გათვალისწინებული, რაც ამაზე თავს უფლებას ვაძლევ ვისაუბრო, ეს არის კონსტიტუციის წყობის დაცვა და შიდა უსაფრთხოება.

საგამოძიებო მოქმედებები არ შემოიფარგლება, მხოლოდ ქვეყნის შიგნით განსახორციელებელ მოქმედებებზე, ეს მოიცავს რამდენიმე ქვეყანასაც, სადაც ზოგიერთ მათგანში, სამწუხაროდ არ არის მშვიდობა, მე მათ ვუსურვებ მშვიდობას, ალბათ დადგება ის დრო, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს და ჩვენს კოლეგებთან ერთად წყნარად დავსხდებით ისე, როგორც პარტნიორებს და როგორც მეგობარ ქვეყნებს შეეფარება. მე აქ ჩავკეტავ ამ თემას. როგორ წარმოგიდგენიათ, გაჭირვებაში მყოფ ქვეყანას ზედმეტი პრობლემები და თავსატეხი ჩემი განცხადებებით და საგამოძიებო მოქმედებებით...

კითხვაზე, უკრაინის გარდა რამდენი ქვეყანაა, ასე პასუხობს - „არის რამდენიმე ქვეყანაც, ამის დროც დადგება და აუცილებლად გაიგებთ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რა დამატებით ინფორმაციას ფლობს 2023 წელს "გარე და შიდა ძალების მიერ გადატრიალების მცდელობაზე", რომლის შესახებაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა, რაზეც ლილუაშვილმა უპასუხა, რომ უამრავი მასალა, რომელიც თავის დროს ელოდება.

„თქვენ თვალწინ და ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა სიტუაცია, როგორც შარშან, როდესაც ბრიფინგი ჩატარდა, იქ „კანვასზე“ იყო საუბარი, იქ კონკრეტულ აქტორებზე იყო საუბარი, რაც ბრიფინგიდან ერთ კვირაში თუ ათ დღეში უკვე პრაქტიკაში განხორციელდა. მეტი რა უნდა გვექნა?! მტკიცებულებათა იმ ნაწილს კარგად გაეცანით ალბათ, საჯარო სივრცეში მოხვდა. იმის იქით არის კიდევ უამრავი მასალა, რომელიც თავის დროს ელოდება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა