სტუ-ს რექტორი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემაზე - მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი ისტორიისთვის, ბიძინა ივანიშვილმა კი ქვეყანას  ეროვნული საგანძურიდან გამქრალი არაერთი შედევრი დაუბრუნა და გადაურჩინა

ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოს მომავალი თაობები იამაყებენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრით, უნიკალური ქართული ვაზის 500-ზე მეტი ჯიშით, ფიროსმანის შედევრით - „არსენალის მთა ღამით“ და უკვე, იოანე ზოსიმესეული ხელნაწერი წიგნით. მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი ისტორიისთვის, ბიძინა ივანიშვილმა კი ქვეყანას ეროვნული საგანძურიდან გამქრალი არაერთი შედევრი დაუბრუნა და გადაურჩინა, - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე 979 წლით დათარიღებული იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის შეძენის ფაქტს ეხმაურება და საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ ხალხს კიდევ ერთი ფასდაუდებელი ძეგლის გადარჩენასა და სამშობლოში დამკვიდრებას ულოცავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის სამშობლოში დადგომას.

ბიძინა ივანიშვილს, უკვდავი საგალობლის - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ავტორის ხელნაწერი წიგნის შეძენისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის გამო, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, მადლობას მოვახსენებთ.

მიუხედავად იმისა, რომ იოანე-ზოსიმეს ხელნაწერები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა თუ ტაძარშია დაცული, საქართველოში, სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი დღემდე არ ინახებოდა - ეს არის პირველი შემთხვევა, რაც უფლებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ უაღრესად დასაფასებელია უნიკალური წიგნის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის ფაქტი.

ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოს მომავალი თაობები იამაყებენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრით, უნიკალური ქართული ვაზის 500-ზე მეტი ჯიშით, ფიროსმანის შედევრით - „არსენალის მთა ღამით“ და უკვე, იოანე ზოსიმესეული ხელნაწერი წიგნით. მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი ისტორიისთვის, ბიძინა ივანიშვილმა კი ქვეყანას ეროვნული საგანძურიდან გამქრალი არაერთი შედევრი დაუბრუნა და გადაურჩინა“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს