აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში”.

რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ამზადებენ - დრონებიდან გემებამდე - და მათ ნაწილებს, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს, საბრძოლო მასალას, ელექტრონიკას, ასევე სამხედრო ტექნიკის შემკეთებელ კომპანიებს.

სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანიები “მუშაობენ ან მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვით ან მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორებში, მრეწველობაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტსა და ფინანსურ სერვისებში”.

ახალ სასანქციო სიაში ასევე ჩამოთვლილია 90-ზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ეყრდნობა “მიწოდებების რთულ ტრანსნაციონალურ ჯაჭვებს”, რათა “კვებოს საკუთარი სამხედრო მანქანა და სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერისთვის მატერიალური საშუალებები აწარმოოს”.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში