აკაკი ბობოხიძე - რამდენიმე სიის არსებობა გაცილებით მეტად მოახდენს სხვადასხვა გემოვნების ადამიანების დაინტერესებას - ხალხის იმდენად დიდი მასა ამბობს: „არა რუსულ რეჟიმს“, ეს  ავტომატურად ნიშნავს, რომ რამდენიმე პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს

ხალხის იმდენად დიდი მასა ამბობს: „არა რუსულ რეჟიმს“, ამ ხალხის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია აუცილებლად გადალახავს 5%-იან ბარიერს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, შეცდომაა მოსაზრება, თითქოს მხოლოდ ერთიანი სიით არის შესაძლებელი „ქართული ოცნების“ დამარცხება. მისი თქმით,“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ბევრ პირობაში არის შესაძლებელი.

ბობოხიძის თქმით, რამდენიმე სიის არსებობა, გაცილებით უფრო მეტად მოახდენს სხვადასხვა გემოვნების ადამიანების დაინტერესებას.

„სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ქარტია“ არ თუ არ გულისხმობს ერთიან საარჩევნო სიას, არამედ არც ემხრობა ამას. მგონია, რომ ქარტიის ფარგლებში ეს ყველაფერი ნათლად იყო, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე პოლიტიკური ძალა და პარტია ამ საკითხს, მაინც ახმოვანებს და თან ძალიან ცუდი ფორმულირებით, თითქოს, ერთიანი სია იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი წინა პირობა.

ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ბევრ პირობაში არის შესაძლებელი. ამის იმედს მაძლევს ქართველი ხალხის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ. ამიტომ, ჩემი აზრით, მავნებლობის დონემდე შეცდომაა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთ წინაპირობად, ერთი მდგომარეობის გამოცხადება. რა გამოდის, თუ ეს ერთადერთი პირობა არ შედგა, მაშინ ბრძოლას თავს ვანებებთ და ვმარცხდებით?

მგონია, რომ რამდენიმე სიის არსებობა, გაცილებით უფრო მეტად მოახდენს სხვადასხვა გემოვნების ადამიანების დაინტერესებას, რადგან მოქალაქეები ამბობენ, რომ არსებობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არასდროს მისცემენ ხმას იმ სიას, რომელშიც არის, მაგალითად აკაკი ბობოხიძე. ამიტომ, რატომ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ რომელიმე ამომრჩევლის ხმის მიცემა არ მიცემის საკითხი?!.

„ქართული ოცნება“ ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება, ოღონდ დამარცხების ფორმულა არ არის ტექნიკურ საკითხში გაერთიანდება თუ არა პოლიტიკური პარტიები. დღეს, ჩვენი მოქალაქეების 70%-მდე ამბობს - "არ რუსულ რეჟიმს". „არა რუსულ კანონს“ უკვე მოიხსნა დღის წესრიგიდან და გადავიდა ახალ ეტაპზე - „არა რუსულ რეჟიმს“. იმდენად დიდი მასა ამბობს „არა რუსულ რეჟიმს“ ამ ხალხის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია აუცილებლად გადალახავს 5%-იან ბარიერს“,- განაცხადა ბობოხიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს