ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკურორტო სოფელ ტბაზე, ცემში, სადგერსა და დაბა ბაკურიანში გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

„გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: დაბა ბაკურიანში - წაქაძის ქუჩის, ცემში - ორი ჩიხის, ტბაზე - ერთი ჩიხის და სადგერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას. ჯამში, ოთხ სოფელში გზის საფარის 900 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც.

საკურორტო სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული გზებით, სოფელში მცხოვრები ოჯახები და ვიზიტორები შეძლებენ გადაადგილებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება