კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო - თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), თხილის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რითაც დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ხუთი მსხვილი ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე 37%-იდან 47%-ამდე მერყეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თხილის ექსპორტი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ხორციელდებოდა იტალიაში (32%), რომელსაც მოჰყვება გერმანია (20%), სომხეთი (7%) და რუსეთი (4%).

„საქართველოდან 2020 წელს - 289,8 მლნ. ლარის ღირებულების 16 675 ტონა, 2021 წელს - 365.7 მლნ. ლარის ღირებულების 23 465 ტონა, 2022 წელს - 277.1 მლნ. ლარის ღირებულების 21 848 ტონა, ხოლო 2023 წელს - 219.2 მლნ ლარის ღირებულების 16 169 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა ამ პერიოდში 65-80 ერთეულის ფარგლებში მერყეობდა.

GCCA-ის შეფასებით ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი შესასწავლ პერიოდში 47%-ს არ აღემატებოდა, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობის, მსხვილი კომპანიების წილობრივი მაჩვენებლების და კონცენტრაციის ინდექსის გათვალისწინებით, ბაზარი კონკურენტულია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ხორციელდება 2 ტიპის თხილის ექსპორტი - ნაჭუჭგაუცლელი და ნაჭუჭგაცლილი. 2020-2023 წლებში, ქვეყნიდან ძირითადად ხორციელდებოდა ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი. 5 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის წილი ნაჭუჭგაცლილის საერთო ექსპორტში დაბალია და 31-39%-ს შეადგენდა.

ნაჭუჭგაუცლელი თხილის შემთხვევაში, ბაზარი მაღალკონცენტრირებულია, სახეზეა დომინანტი ეკონომიკური აგენტი, თუმცა დამატებითი შესწავლის შემთხვევაში დადგინდა, რომ ბაზრის ამგვარი სტრუქტურა რიგი ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული. შესაბამისად, არ არსებობს კონკურენტულ გარემოზე კონცენტრაციის ამგვარი ხარისხის უარყოფითი გავლენა.

GCCA-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში, თხილის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, შემდგომი დაკვირვების მიზანშეწონილობა არ არსებობს.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შესწავლა 2022 წელს ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე დაიწყო. იხილეთ ანგარიში სრულად: https://gcca.gov.ge/uploads_script/news/tmp/phplUkLkQ.pdf”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის