შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტზე, რომ ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე წარდგინებას პრეზიდენტი ჯერ არ გამოხმაურებია - ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი

ეს აჩვენებს მის [სალომე ზურაბიშვილის] სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, როდესაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს. როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან, რაც სამწუხაროა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პრეზიდენტის მხრიდან გასაგებია, რათა „საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც კონსტიტუციას გადააბიჯა“.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე ჯერ კიდევ, 4 აპრილს სალომე ზურაბიშვილს მივმართეთ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე ჩვენ არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. სამწუხაროა და საბოლოოდ ეს აჩვენებს მის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, როდესაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს. როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ხედავთ, რომ ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან, რაც სამწუხაროა. მაგრამ მეორე მხრივ გასაგებია, ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, გადააბიჯა ქვეყნის ინტერესებს. ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით, როდის რა გააკეთოს, როდის რა განცხადება გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი. ზუსტად ასე იქცევა ამ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია