ჯაბა სამუშიამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს უილიამ ტონგის, ვიცე-პრეზიდენტს კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ჰალა მადანატს, მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯეფრი რობერტს, გლობალ კემპუსის დეკანს იან გიბსონს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას თსუ სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი ესწრებოდა.

„თსუ რექტორმა ამერიკელ პარტნიორებთან საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებასა და მის გაფართოებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე შეფასდა თსუ-ში უკვე განხორციელებული ერთობლივი პროგრამები, სწავლების მეთოდები, სტუდენტთა მოზიდვისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი პროგრამები: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება და ქიმია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, როგორც მეორე კომპაქტის ერთ-ერთი ნაწილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს