შალვა პაპუაშვილი - ყველა საკითხზე შეიძლება თქვა: „კი მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ვიღაცას ესროლოს?“ - ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა - როცა საუბარია, რომ კანონის გამო შეიძლება ვინმეს ტყვია ესროლოს, გამაოგნებელია

ყოველ ჯერზე, ყველა საკითხზე შეიძლება ეს თქვა: „კი მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ვიღაცას ესროლოს?" - ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა. როდესაც, საუბარია იმაზე, რომ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებ, რომ ამ ჯგუფებმა შესაძლოა, ვინმეს ტყვია ესროლოს, ეს გამაოგნებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც იმ მოსალოდნელი სცენარების შესახებ ვარაუდებს გამოეხმაურა, რაც შესაძლოა, საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მოჰყვეს.

მისი თქმით, როდესაც მაღალი თანამდებობის პოლიტიკურ წრეებში ექსტრემისტული სცენარების დაშვება ხდება, გაუმართლებელია.

"როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრ ფიცოს შემთხვევაზე, რა თქმა უნდა, კონტექსტი მიუღებელია და პოლიტიკურად გარკვეული მინიშნების მომცემია. ევროპელი ჩინოსნების მხრიდან მისი მაგალითის მოყვანა და თქმა, რომ კანონმა შეიძლება ვინმეს იარაღი ააღებინოს და ვინმე მოკლას, არასწორ კონტექსტშია ნათქვამი.

როდესაც ვსაუბრობთ კანონებზე, აქ ექსტრემისტული ქმედების მოყვანა როგორც სავარაუდო სცენარი, გამაოგნებელია.

ყოველ ჯერზე, ყველა საკითხზე შეიძლება ეს თქვა: "კი მაგრამ, ვიღაცამ რომ იარაღი აიღოს და ვიღაცას ესროლოს?" -

ეს ექსტრემიზმის ნორმალიზების გარკვეული სახეა. როდესაც, საუბარია იმაზე, რომ ამ კანონს აპროტესტებენ პროევროპული ჯგუფები და უშვებ, რომ ამ ჯგუფებმა შესაძლოა, ვინმეს ტყვია ესროლოს, გამაოგნებელია.

როდესაც დაშვება ხდება ასეთი სცენარის, მაღალ თანამდებობის მქონე წრეებს შორის, პოლიტიკურად გაუმართლებელია. ის, რომ ეს სიტყვები [პრემიერ ფიცოს შემთხვევა] მაგალითად მოყვანილია საუბარში, დაადასტურა თავად [ევროკომისარმა]. მეორე - მან წუხილი გამოთქვა, რომ კონტექსტურად ამის თქმა არ სურდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის