შალვა პაპუაშვილი - ერთი სია იქნება და სალომე ზურაბიშვილიც ამ რადიკალური ფრთის მონაწილე გახდება, უბრალოდ, თვალში ნაცარს გვაყრიან, თითქოს რაღაცა განხილვის პროცესი მიდის - საპრეზიდენტო კანდიდატურის ფაქტი არის კონსტიტუციის დარღვევა, ჩვენ ვართ აბსურდში

ერთი სიაც იქნება, სალომე ზურაბიშვილიც იქნება ამ რადიკალური ფრთის მონაწილე - თვალში ნაცარს გვაყრიან, თითქოს, რაღაცა განხილვის პროცესი მიდის, სინამდვილეში არანაირი პროცესი არ არის, იმ გეგმას მიჰყვებიან, რაც მათმა უცხოელმა პატრონებმა დაუდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართვით კონსტიტუციას არღვევს.

„ეს ფაქტი, საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, არის კონსტიტუციის დარღვევა. შეუძლებელია საერთოდ. ჩვენ ვართ აბსოლუტურ აბსურდში, სადაც, თითქოს ამ ქვეყანაში არიან მიუკერძოებელი საარჩევნო დამკვირვებლები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო. არც ერთს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას და კანონმდებლობას იმით, რომ ის სარჩევნო კამპანიაში ერევა, მათ შორის კანდიდატურების შეთავაზებით, თუ დასახელებით. ეს გაპრანჭვა, რაც ამ „ღალატის და ომის ქარტიის“ ხელმომწერ ხალხს აქვთ, ცოტა ხანში გავა. ცოტა ხანში ყველა ნახავს, რომ ყველაფერი ერთი სიისკენ მიჰყავთ. თითქოს, თავიდან არ უნდოდათ და ახლა ნელ-ნელა გვაპარებენ. ერთი სიაც იქნება, სალომე ზურაბიშვილიც იქნება ამ რადიკალური ფრთის მონაწილე. ამას დიდი ხანია ხედავს ყველა. უბრალოდ, თვალში ნაცარს გვაყრიან, თითქოს, რაღაცა განხილვის პროცესი მიდის. არანაირი პროცესი არ არის. რა გეგმაც დაუდეს მათმა უცხოელმა პატრონებმა, ზუსტად იმ გეგმას მიჰყვებიან. რასაც ეტყვიან ქალბატონ სალომეს იქნება ეს თუ ოპოზიციას, ზუსტად ისე მოიქცევიან,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის