შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ ისაა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი - წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან აქვს უცხო ძალებისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი - ის წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა ინფორმაცია აქვს მას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ზოგიერთ ქვეყანაში ელჩებს არ ნიშნავს.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას“.

„ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელი ქვეყნებია არ მაქვს ინფორმაცია. [სალომე ზურაბიშვილთან] არა თუ პრეტენზია გვაქვს, როგორც გახსოვთ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში თავის დროზე. ზუსტად იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ისე წარმოაჩენდა, თითქოს შეეძლო განახორციელოს საერთაშორისო ვიზიტები თანხმობის გარეშე. ერთი პერიოდი ელჩებს არ ნიშნავდა, თითქოს მისი გადასაწყვეტია სად იყოს ელჩი და სად - არა; თითქოს უნდა ჩაერიოს და თავად განსაზღვროს. ესეც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა.

მთელი საკითხი რაშია - ქალბატონი სალომე დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილი თავის პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში ხელისშეწყობა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი განგრძობითად ერთად არღვევენ კონსტიტუციას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის. ეს შემდეგ სხვა დარღვევებს ახალისებს.

ზურაბიშვილი წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, მან ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს არისა დღევანდელი მოცემულობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის