შალვა პაპუაშვილი - ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ - 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი: გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი თუ ვასალური სახელმწიფო

ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ, რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი - გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო.

„არა თუ შეიზღუდონ, პირიქით, ჩვენ მათ შორის, განსაკუთრებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ, რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი. 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი. გვინდა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო, როგორც ეს უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყნის ბედზე, მის მოწყობაზე, მის ინსტიტუტებზე გადაწყვეტილებას იღებდეს ქართველი ხალხი, თუ გვინდა რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ გარედან? ოპოზიცია გვთავაზობს, რომ სისტემა გარედან რას გვეტყვიან იმაზე იყოს, იმისთვის, რომ კომფორტში ამყოფონ საკუთარი მფარველები გარეთ, ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ რასაც იტყვის ქართველი ხალხი, ისე იქნება ამ ქვეყანაში. ასე რომ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა და დამკვირვებელმა უნდა დაინახოს, რა არის ქართველი ხალხის ნამდვილი არჩევანი,“ - პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს