იენს სტოლტენბერგი - უნგრეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ უკრაინას ლეტალურ დახმარებას არ გადასცემდა - ჩვენ ფართო შეთანხმება გვაქვს, რომ უკრაინას იარაღი უნდა მივაწოდოთ

უნგრეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ უკრაინას ლეტალურ დახმარებას არ გადასცემდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

კითხვაზე, ღელავს თუ არა იმის გამო, რომ ვიქტორ ორბანთან შეთანხმების შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენაზე, უნგრეთის მსგავსად, ალიანსის სხვა სახელმწიფოებიც უარს იტყვიან, იენს სტოლტენბერგმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, რადგან ჩვენ ფართო შეთანხმება გვაქვს, რომ უკრაინას იარაღი უნდა მივაწოდოთ და ეს უკვე მრავალი წელია არსებობს, განსაკუთრებით რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. უნგრეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ უკრაინას ლეტალურ დახმარებას არ გადასცემდა, მაგრამ ნატო-ს წევრი ყველა სხვა ქვეყანა ამას ორმხრივ საფუძველზე ან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით აკეთებს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, იენს სტოლტენბერგმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი ალიანსის მიერ უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ უნგრეთის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად პერსონალს ან ფინანსებს არ გამოყოფს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის