მაგდა ბოლოთაშვილი - სავაჭრო პალატა ხელს უწყობს მცირე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში

საქართველოს სავაჭრო პალატა ხელს უწყობს მცირე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში, - ამის შესახებ სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა მადრიდის პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მადრიდში, საქართველოს სავაჭრო პალატამ მცირე მეწარმეებთან და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა პროექტის „EU4Business: Connecting Companies (EU4BCC)“ - ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო.

მაგდა ბოლოთაშვილმა, მადრიდის სავაჭრო პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებსა და შესაძლებლობებზე. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება და გაგრძელება მნიშვნელოვანია, რათა მცირე საწარმოებს ჰქონდეთ მეტი საექსპორტო პოტენციალი ევროპის მიმართულებით.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მადრიდისა და ტოლედოს სავაჭრო პალატებთან. ასევე, ექსპორტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან.

ქართული დელეგაციის წევრები საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ნატო ჩიქოვანს შეხვდნენ. ელჩმა გამოთქვა მზაობა ესპანეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

სავაჭრო პალატამ, ქართველმა მეწარმეებმა და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინისა და ბიოპროდუქტების გამოფენა - ORGANIC FOOD IBERIA 2024-ში, სადაც ქართულ მხარეს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილობრივ მეწარმეებთან და პოტენციურ პარტნიორებთან B2B შეხვედრები გაემართა.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს