დედაქალაქის მერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა.

„2015 წლის, 13 ივნისი, ძალიან მძიმე დღეა საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში. ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ეს დღე ჩვენი ქალაქისთვის. სამწუხაროდ, დავკარგეთ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, განადგურდა ინფრასტრუქტურა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აქვე მინდა გავიხსენო სტიქიის მეორე დღე, როდესაც მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა გაერთიანდა და ყველა ერთად შევუდექით ქალაქის დასუფთავებას, აღდგენით სამუშაოებს. დღესაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველანაირი ინფრასტრუქტურის აღდგენა და დანგრეულის აშენებაა შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილ ადამიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის