პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს - ის ფაქტი, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის სანქცია, რაც „ოცნებამ“ ქვეყანას გამოუწერა

ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს - ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ოცნებამ“ქვეყანას გამოუწერა, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ის შიში, რომელიც „ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არის გაცილებით დიდი, ვიდრე ის დისკომფორტი, რომელიც მათ შეიძლება ინდივიდუალური სანქციებისგან მიიღონ და შეექმნათ“.

„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვინ როგორ დასანქცირდება და ვის მოგზაურობა შეეზღუდება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადარჩეს. ამათ ხელში ქვეყანა იქნება საბოლოო ჯამში, სანქცირებული და ის ფაქტი, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავალთ ევროინტეგრაციის და მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოუწერა ჩვენს ქვეყანას. კარს მოგვადგა არჩევნები, რეჟიმი უნდა შევცვალოთ, გავუშვათ სახლებში და შემდგომ უკვე დემოკრატიული, კოალიციური, ახალი პროდასავლური მთავრობა დაჩქარებული წესით დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს