პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის საფუძველზეც მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესი დაბრუნდა

მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს კვლავ აირჩევს - პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის საფუძველზეც აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესი დაბრუნდა.

კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, რადგან ის 2009 წლიდან გაუქმებულია.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევა 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა, ამან მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია. 2009 წელს აკადემიის წევრთა საერთო (აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა) რაოდენობა 127 იყო, ხოლო დღეს-დღეობით მათი შემადგენლობა 78 წევრით განისაზღვრება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით განისაზღვრა, რომ აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობა - ოცდაათს, ხოლო სტიპენდიატთა რაოდენობა ათს არ უნდა აღემატებოდეს.

აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს