ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად

თანამედროვე, დახვეწილი და ინოვაციური კომპანია HONOR უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელთა გულის მოგებაც, სანდო ხარისხითა და მიმზიდველი დიზაინით, სწრაფად და მარტივად შეძლო.

პლანშეტები, ჭკვიანი საათები, თუ ყურსასმენები - ბრენდის პროდუქციის ვრცელ ჩამონათვალში სასურველ ტექნიკას იპოვის ყველა, ვინც ხარისხის, ფასისა და თანამედროვე დიზაინის იდეალურ კომბინაციას ეძებს. თუმცა, მიუხედავად ფართო არჩევანისა, მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით მაინც ჰონორის სმარტფონები სარგებლობს, რაც ლოგიკურიცაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი დიდი ხანია წარმატებით ახერხებს მუდმივად ცვალებად და განახლებად ბაზარზე სტაბილურ ძალად დარჩენას. მომხმარებლებს კი, გარანტირებულად სთავაზობს ელეგანტური დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უზადო ბალანსს.

ამასთან, ბრენდი ერთგულ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს საინტერესო შეთავაზებებითაც. გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია! ცხელ სეზონზე, ჰონორის პარტნიორ მაღაზიებში, ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოს ბრენდის ყველაზე პოპულარული სმარტფონები და გარდა ამისა, მიიღოს დამატებითი საჩუქრებიც!

სად და როდის უნდა იპოვო შენი რჩეული?

პირველიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკის მაღაზიებში, HONOR X7b და HONOR X8b მოდელების შეძენას სპეციალური ფასდაკლებით შეძლებთ, ხოლო HONOR Magic6 Pro-ს შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად ბრენდის ახალი პლანშეტი, Pad X9 გადმოგეცემათ.

მთავარია სწორად აარჩიოთ ის მოდელი, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს ყველაზე მეტად ერგება:

მუსიკისა და მინიმალიზმის მოყვარულების გულებს, უპირველეს ყოვლისა, HONOR X7b დაიპყრობს, თავისი კლასიკური დიზაინითა და შეუდარებელი სტერეო სისტემით. იგი მოხერხებულად თავსდება ხელში და დიდი, ნათელი ეკრანის დახმარებით, ყოველდღიური აქტივობების იდეალური პარტნიორია!

ამასთან, მისი 108 მეგაპიქსელიანი კამერა და უსწრაფესი Qualcomm Snapdragon 680 პროცესორი მოხმარების შეუფერხებელ გამოცდილებასა და დაუვიწყარი მოგონებების უზადო აღბეჭდვის შესაძლებლობასაც გთავაზობთ.

შთამბეჭდავობით X7b-ს არც ჰონორის X8b მოდელი ჩამოუვარდება. იგი იდეალურია მათთვის, ვინც სწრაფი ცხოვრებით ცხოვრობს და თითოეული გამოცდილებისგან მაქსიმუმის მიღება უყვარს. ამას, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს 4500 mAh ბატარეა, რომელიც ძალიან სწრაფად იტენება და ორი დღის განმავლობაშიც კი შეუძლია დამუხტვის გარეშე მუშაობა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფლაგმანს 8GB ოპერატიული მეხსიერების გარდა, სისტემური საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი მეხსიერებიდან დამატებით 8GB-ის გამოყენება შეუძლია, რის საშუალებასაც HONOR RAM Turbo-ს ინოვაციური ტექნოლოგია აძლევს, რათა თქვენმა სმარტფონმა ნებისმიერი დატვირთვისას შეუფერხებელ რეჟიმში იმუშაოს.

HONOR X8b-ს, თავისი წინამორბედის მსგავსად, 108 მეგაპიქსელიანი, ულტრა-მაღალი გარჩევადობის კამერა და ხასხასა, ნათელი ეკრანი აქვს, თუმცა, მის განსაკუთრებით მიმზიდველ თვისებად მაინც შეუდარებელი დიზაინი რჩება. გარდა სტანდარტული ვერცხლისფერი და შავი მოდელებისა, HONOR X8b-ს აქვს სპეციალურად შექმნილი, ზურმუხტისფერი-მწვანე მოდელიც, რომლის უკანა მხარეც დაფარულია ვეგანური, მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელით და გარდა ვიზუალური სილამაზისა, ფლაგმანის ხელში ჭერასაც განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის!

ამ ორი მოდელის შეძენას ბრენდის პარტნიორ მაღაზიებში განსაკუთრებული ფასდაკლებით შეძლებთ, ხოლო თუ კიდევ უფრო ახალ მოდელს ეძებთ, აქვე იპოვით ყველაზე თანამედროვე HONOR X9b-საც, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების დახმარებით, სულ მალე იქცევა თქვენს შეუცვლელ, ექსტრა ძალად!

მათთვის კი, ვინც ცოტაოდენ მაგიასა და საჩუქრებთ გამოწვეულ სიხარულს ეძებს, HONOR-ს კიდევ უფრო სასიამოვნო შეთავაზებაც აქვს!

ივნისის თვის განმავლობაში, პარტნიორ მაღაზიებში HONOR Magic6 Pro-ს შეძენისას საჩუქრად HONOR Pad X9-ს მიიღებთ და სრულ მზადყოფნაში იქნებით ზაფხულის ნებისმიერი გამოწვევისა თუ თავგადასავლისთვის!

HONOR Magic6 Pro 2024 წელს გამოსული მოდელია, რომელიც სამ სხვადასხვა კამერას აერთიანებს და მოიცავს როგორც 180 მეგაპიქსელიან HD გარჩევადობის, ისე სპეციალურ, დინამიურ HONOR Falcon კამერასა და ultra-wide ტიპის ლინზას. ამასთან, Magic6 Pro-ს გამოარჩევს თავისი ულტრა-მაღალი გარჩევადობის წინა კამერა და 3D სენსორიც. იგი იდეალურია თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულთათვისაც, რადგან აქვს სპეციალური AI Motion სენსორი, რომელიც 8 მილიონი სხვადასხვა მოძრაობის საინფორმაციო ბაზაზეა აშენებული და შეუძლია მოძრავი კადრები განსაკუთრებული სისხარტითა და სიცხადით აღბეჭდოს.

ამ მოდელის შეძენის შემთხვევაში, საჩუქარიც არანაკლებ შთამბეჭდავია: ახალი HONOR Pad X9 ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პლანშეტია, რომელიც გამოირჩევა მაღალი გარჩევადობის, ნათელი ეკრანით და რაც მთავარია, თვალის მგრძნობელობაზე მორგებული, დაბურვადი ტექნოლოგიით, რომელიც, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, მაქსიმალურად იცავს თქვენს კომფორტს. პლანშეტს აქვს 7250 mAh სიმძლავრის ბატარეა, რაც მის მეხსიერების დრაივთან ერთად, უწყვეტი მუშაობისა და სასურველი მასალის ყველანაირი ხარვეზის გარეშე შენახვა-გამოყენების საშუალებას გაძლევთ.

ასე რომ, არ გაუშვათ შანსი მიიღოთ მაქსიმუმი ამ ზაფხულისგან - გამოიყენეთ HONOR-ის შეუდარებელი შემოთავაზება, აღიჭურვეთ თანამედროვე ტექნიკით და დაიწყეთ თავგადასავლებით სავსე სეზონი თქვენს ახალ სმარტფონთან ერთად!

(R)

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის