რუსი დეპუტატი - სომხეთის ОДКБ-დან გამოსვლა გავლენას  არა ორგანიზაციის, არამედ სომხეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე მოახდენს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლის შესახებ შესაძლო გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს არა ორგანიზაციის თავდაცვით შესაძლებლობებზე, არამედ მხოლოდ სომხეთის თავდაცვის შესაძლებლობებზე, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა.

„ეს აისახება მხოლოდ სომხეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე და სხვა არაფერზე. რა თქმა უნდა, ეს სომხური მხარის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებას მიიღებს სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, რომელიც არ ხელმძღვანელობს სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ტრაგედია“, - განაცხადა კარტაპოლოვმა.

დეპუტატის თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს არა სომხეთის ხელმძღვანელობაში, არამედ სომეხ ხალხში.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დატოვებს.

„დამნაშავეები ისინი არიან, ვინც მოჩვენებითი ალიანსი შეკრეს, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს არა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება, არამედ წავიდნენ და აზერბაიჯანთან ჩვენს წინააღმდეგ ომი დაგეგმეს. გამოვალთ [ОДКБ-დან], ამით გვაშინებთ? გავაკეთებთ ამას, ჩვენ გადავწყვეტთ როდის გამოვალთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია