გურამ მაჭარაშვილი - ერთი კაცი და მით უმეტეს პოლიციელები მაჩვენეთ, ვინც გუბაზ სანიკიძემ შეაშინა - მისი განცხადება მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალურია

ერთი კაცი და მით უმეტეს პოლიციელები მაჩვენეთ, ვინც გუბაზ სანიკიძემ შეაშინა - ეს რეალურად მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური განცხადებაა, - ამის შესახებ “ხალხის ძალის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს განცხადება, აჩვენებს “თუ რა ფსიქოლოგიის ხალხთან გვაქვს საქმე”.

“ეს რეალურად მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური განცხადებაა. მაგრამ გუბაზ სანიკიძისგან სერიოზულად ვერავინ აღიქვამს. ჩვენ ვნახეთ მელიამ ეთერიდან როგორ გამოაგდო [გუბაზ სანიკიძე], ხელიდან ვერ გამოგლიჯეს. ერთი კაცი მაჩვენეთ, ვინც შეაშინა გუბაზ სანიკიძემ და მერე მით უმეტეს პოლიციელები და ა.შ. თუმცა ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, თუ რა ფსიქოლოგიის ხალხთან გვაქვს საქმე, თუნდაც გუბაზ სანიკიძის სახით, რომელიც გამოდის და საკუთარ პოლიციელებსა და ხალხს ემუქრება. არაფრის თავი აქვს, თუმცა ეს უკვე აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ პოლიციას დიდი რეფორმა ელოდება. მისი თქმით, პოლიცია პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა და პოლიციელებს შემდეგი ხელისუფლება დასჯის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს