ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„თქვენ მუდმივად გაინტერესებთ, რომელია შემდეგი მოდური მიმართულება ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის, მეორე სახლის შესაძენად, IT ან ტურისტული კომპანიის დასაარსებლად- პასუხი არის ბათუმი, - ასე იწყებს European Best Destinations-ი ბათუმზე საუბარს.

ევროპაში პრესტიჟული სამოგზაურო პლატფორმა ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის სწორედ ბათუმს ასახელებს. ორგანიზაციის გზამკვლევში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და სხვა ევროპული პოპულარული ქალაქების გვერდით არის წარმოდგენილი. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ბათუმში არსებულ საგადასახადო შეღავათებზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და მოქნილ ბიზნეს გარემოზე.

European Best Destinations-მა 2024 წლის საინვესტიციო მიმართულებები ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებთ დაასახელა, როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები, კვადრატულ მეტრის ღირებულება, მზიანი დღეები რაოდენობა; უნივერსიტეტთან, აეროპორტებთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, მწვანე ფართების რაოდენობა კვადრატულ მეტრზე, სამეწარმეო თავისუფლებისა და ბედნიერების ინდექსები.

ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აჭარის რეგიონი ინვესტორების მოსაზიდად მრავალ საგადასახადო შეღავათს გთავაზობთ. კერძოდ, ის უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებას, დაიბრუნონ შემოსავალი გადასახადების დაფარვის შემდგომ, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის კეთების სრულ თავისუფლებას. ამას ემატება ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთი, ბიზნესის რეგისტრაცია ერთ დღეში და ინვესტიციის მაღალი ანაზღაურება (10-13% უძრავი ქონების და ტურისტული ინდუსტრიის ინვესტიციებისთვის).

European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ორგანიზაციის რეიტინგებში ბათუმი არაერთხელ მოხვედრილა.

ბათუმის ბიზნეს გარემოზე საუბრისას სამოგზაურო პორტალი უძრავი ქონების ფასებს, კომპანიების დაბეგვრის სისტემასა და ქონების გადასახადებს ეხება. „ბათუმში ბიზნესის დაწყება ისეთივე მარტივია, როგორც კარის გაღება. არანაირი ფორმალობა, არანაირი ადმინისტრაციული დოკუმენტაცია. უძრავი ქონების ფასი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ევროპაში, 1000 ევრო კვადრატულ მეტრზე, ცენტრალურ უბანში, ცხოვრების ღირებულებისა და ევროპაში დანაშაულის ძალიან დაბალ მაჩვენებელთან ერთად (ბათუმში 25%, რაც ორჯერ ნაკლებია ვიდრე ლონდონის 63%). ფიზიკური პირებისთვის ან კომპანიებისთვის არსებობს მარტივი კანონი, ქონების გადასახადზე კომპანიების დაბეგვრა ხდება 1%-იანი განაკვეთით, ხოლო ხშირ შემთხვევაში ქონების გადასახადი შეადგენს საბაზრო ღირებულების 0,05-იდან 0,2%-ამდე.”

European Best Destinations აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიის მიერ აღიარებულ EDEN - ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network - ტურისტული მიმართულებების ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან. სამოგზაურო პორტალის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებსა და გზამკვლევებს ტრადიციულად ისეთი პრესტიჟული მედიაგამოცემები აშუქებენ, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Wanderlust და სხვები“,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია