შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუციის სამი დარღვევა, რომელსაც ზურაბიშვილი დღემდე აგრძელებს - საგარეო წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის გარეშე, არ ნიშნავს ელჩებს და ჩართულია „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვაში

კონსტიტუციის სამი დარღვევაა, რომელსაც ზურაბიშვილი დღემდე აგრძელებს. ეს არის, საგარეო წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის გარეშე. არ ნიშნავს ელჩებს და ჩართულია „ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვაში, რომელიც ასევე კონსტიტუციის დარღვევაა,’’-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.

„როგორც გახსოვთ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოში თავის დროზე. ზუსტად იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და მას ჰგონია, რომ ის არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ისე წარმოაჩენდა, თითქოს შეეძლო განახორციელოს საერთაშორისო ვიზიტები თანხმობის გარეშე. ერთი პერიოდი ელჩებს არ ნიშნავდა, თითქოს მისი გადასაწყვეტია სად იყოს ელჩი და სად - არა; თითქოს უნდა ჩაერიოს და თავად განსაზღვროს. ესეც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა. მთელი საკითხი რაშია - ქალბატონი სალომე დღეს, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა იკავებს თავის პოზიციას. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბიშვილი თავის პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში ხელისშეწყობა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი განგრძობითად ერთად არღვევენ კონსტიტუციას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პოზიციაზე, სადაც არის. ეს შემდეგ სხვა დარღვევებს ახალისებს. ზურაბიშვილი წახალისებულია კონსტიტუციის დარღვევაში ვინაიდან, მან ნახა, რომ აქვს უცხო ძალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს არისა დღევანდელი მოცემულობა.

კონსტიტუციის სამი დარღვევა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე აგრძელებს. ეს არის, საგარეო წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის გარეშე. ის დღემდე აგრძელებს სხვადასხვა კომუნიკაციით წარმომადგენლობას, მათ შორის, იმყოფებოდა ვიზიტებში, რაც დადასტურებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. მეორე, ის არ ნიშნავს ელჩებს, არადა მას არ აქვს შინაარსობრივი განსჯის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით და არ აქვს უფლება, ვინ სად დაინიშნოს, ან ვინ სად არ დაინიშნოს. და მესამე დარღვევა, ის ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ასევე არის კონსტიტუციის დარღვევა. იცით, რომ ფაქტობრივად არის თანამონაწილე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვის და ამითაც არღვევს კონსტიტუციას. ანუ, არის სამი გარემოება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე არღვევს კონსტიტუციას.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა