გიორგი ამილახვარი - განათლებაში შედეგების მიღწევას გარკვეული პერიოდი სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნაბიჯები, რომელიც განვახორციელეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, იმის საწინდარი იქნება, რომ ზოგადი განათლების ხარისხი უახლოეს წლებში გაუმჯობესდება

არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების დროს, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან პრაქტიკულად თაროზე შემოდებული ისეთი საკითხებისთვის, როგორიც არის სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, საგნობრივი სტანდარტები, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებლის განვითარების კარიერულის სქემა, სახელფასო პოლიტიკა, კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა, შევეცადეთ, რეალურად ხელი მოგვეკიდა და გრძელვადიან ამოცანებზე გათვლილი პოლიტიკა დაგვეგეგმა , - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, განათლებაში შედეგების მიღწევას გარკვეული პერიოდი სჭირდება.

„მინდა გულწრფელი ვიყო, რომ გამოწვევები ბევრი გვაქვს, ვფიქრობ, სწორი პოლიტიკის დაგეგმვისას, მთავარია, ჩვენ საძირკველი მყარი გვქონდეს. პირველ ეტაპზე, აქცენტი ზოგად განათლებაზე გავაკეთეთ, შესაბამისად, სამი დიდი კვლევა ჩავატარეთ, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კვლევა, თუ რა შედეგები და ხარვეზები გვქონდა, სასკოლო სახელმძღვანელოებთან და მასწავლებლების პროფესიული კარიერული განვითარების სქემასთან დაკავშირებული. ეს რამხელა საკითხებია, დარგში ჩახედულ ადამიანებს კარგად მოგეხსენებათ. ის მიგნებები, რეკომენდაციები, რომელიც კვლევის შედეგებმა მოგვცა, მინდა, სრული სიამაყით გითხრათ, რომ ათასობით მასწავლებელი ამ კვლევებში იყო ჩართული. ეს მცირე ფოკუს ჯგუფებისგან შემდგარი კვლევითი ბენეფიციარები არ იყო, რომლებიც გარკვეულ ვიწრო ინფორმაციას მოგვცემდნენ, არამედ სეგმენტი ფართოდ შერჩეული იყო, რომელმაც რეალური ხმა მოგვცა - ჩვენი პედაგოგების, სასკოლო საზოგადოების. შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ გეზი, რომ ყველა დიდი რეფორმა და გადაწყვეტილებები კვლევებზე იყოს დაფუძნებული.

ახლა გადავალ ზოგადი განათლების ნაწილზე. ძალიან გულწრფელი, რომ ვიყო პრაქტიკულად, ყოველგვარი ქილიკის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ შევეცადეთ, მე და ჩემმა გუნდმა, არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების დროს, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან პრაქტიკულად თაროზე შემოდებული ისეთი საკითხები, როგორიც არის სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, საგნობრივი სტანდარტები, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებლის განვითარების კარიერულის სქემა, სახელფასო პოლიტიკა, კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა - შევეცადეთ, რომ რეალურად ხელი მოგვეკიდა ამ საკითხებისთვის და დაგვეგეგმა გრძელვადიან ამოცანებზე გათვლილი პოლიტიკა. ბუნებრივია, განათლებაში შედეგების მიღწევას გარკვეული პერიოდი სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ნაბიჯები, რომელიც თქვენთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ, ამ ერთი წლის განმავლობაში იმის საწინდარი იქნება, რომ ზოგადი განათლების ხარისხი ერთი ორად უახლოს წლებში გაუმჯობესდება“, - განაცხადა ამილახვარმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია