შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, მათი მიზანია, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო - საარჩევნო კამპანიას უცხო ძალებისთვის ეწევიან

ამ ხალხს ეს ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, არც ძალაუფლებისთვის, სინამდვილეში, მათი მიზანი არის ის, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, დადიოდნენ ბრიუსელში კაბინეტ კაბინეტ, რომ როგორმე ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია არ მოეცათ.

„საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებიც ქვეყანას მტრობენ. ვიზის შეჩერება კი არა, ბომბების წვა და ცეცხლი ურჩევნია სხვა გადაწყვეტილებებს. ასეთი ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე. ისინი მოწყვეტილები არიან საერთოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებით. არათუ ვიზის შეჩერება, ეს იმ ფილოსოფიის ხალხია, რომ როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, დადიოდნენ ბრიუსელში კაბინეტ კაბინეტ, რომ როგორმე ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია არ მოეცათ. დადიოდნენ ასევე ბრიუსელში იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ, კანდიდატის სტატუსიც არ მოეცათ ჩვენთვის 2022 წელს. როდესაც 2023 წლის დეკემბერში გამოჩნდა იმის კონტურები, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მოენიჭებინათ, მაშინაც გახურებული კამპანია ჰქონდათ როგორც ოპოზიციას, ისე „ენჯეოებს“, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ. როცა მოგვცეს, შემდეგ კამპანია დაიწყეს, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ეს ხალხი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოღონდ არ თავისთვის, ან ხალხისთვის, არამედ გარე ძალებისთვის. ეს არის მთავარი საკითხი, რომ ამ ხალხს ეს ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, არც ძალაუფლებისთვის, სინამდვილეში, მათი მიზანი არის ის, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო. ამიტომ არის, რომ ისინი სინამდვილეში საარჩევნო კამპანიას ეწევიან უცხო ძალებისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო