აჭარის უმაღლეს საბჭოში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ნინო ნიჟარაძეს მოუსმინეს

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს - ნინო ნიჟარაძე სამინისტროს საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რიჟვაძის განცხადებით, 2023 წელს, სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 48 249 500 ლარს შეადგენდა, 99,3% -ით შესრულდა.

„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, ის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 18 020 000 ლარით გაიზარდა და 51 255 000 ლარია. სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, ახორციელებს 36 პროგრამას. საანგარიშო წლებში, აჭარის მოსახლეობამ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებით არსებული სხვადასხვა სერვისით (103 432 ბენეფიციარი) ისარგებლა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან პროგრამულ სიახლეებსა და იმ სამუშაოებზე, რომლებიც მიმართულია არსებული გამოწვევების დასაძლევად.

კანონმდებლებმა დადებითად შეაფასეს სამინისტროს საქმიანობა და გამოსვლების დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

სხდომაზე, ასევე განიხილეს და ერთხმად მიიღეს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის