ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ეკატერინე ნანდოშვილმა ადამ ტოთს შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობასა და CNUE-ს საქმიანობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ჩართულობაზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, გააღრმაონ არსებული თანამშრომლობა ინსტიტუციური დახმარების გაწევისა და საუკეთესო სანოტარო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებებით.

„საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მორიგ სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან 2025 წლის სექტემბერში უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება მხარეებმა შეხვედრის დროს მიიღეს.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის ქვეყნების სანოტარო სისტემების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით.

ორმხრივი შეხვედრა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის CNUE - ში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრების ოფიციალური ცერემონია.

შეხვედრაში ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, ასევე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა გოგოლაძემ, გამგეობის წევრებმა ეთერ გზირიშვილმა, რომან კოსტანიანმა და ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა თეონა წინწალაშვილმა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო