„ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების გაყალბებისგან დასაცავად საერთო სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს

„ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების გაყალბებისგან დასაცავად საერთო სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს.

„ევროპულ-დემოკრატიული ერთობის“ ლიდერის, გიორგი თავდგირიძის განცხადებით, ქვეყანას წინ რთული არჩევნები ელის და არსებულ ვითარებაში ამომრჩეველთა ხმების და არჩევნების შედეგების დაცვა საერთო სისტემით უნდა მოხდეს.

„ოპოზიციური სპექტრი ურთულესი ამოცანების წინაშე დგას. იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, “ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. არსებული საარჩევნო კოდექსი, ცვლილებები ცესკოში, დაძაბული, ძალადობრივი გარემო გვიჩვენებს, რომ წინ რთული არჩევნები გველის. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების შედეგების და ამომრჩეველთა ხმების დაცვა არჩევნებამდე დაიწყოს.

საქართველოში მიმდინარე ანტიკოლაბორაციონისტული მოძრაობის ეფექტიანი მართვისთვის, არჩევნებში მოსახლეობის უსაფრთხო მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის, მოქალაქეების ნების შეუფერხებლად გამოხატვისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ძლიერი, ღირსეული საქართველოსთვის, რუსეთის წინააღმდეგ მიცემული ხმების დასაცავად, აგრეთვე, „ოცნების“ კოლაბორაციონისტური პოლიტიკური ცენტრის ჯანსაღი ალტერნატივის გასაჩენად, აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება.

დღის წესრიგში დგას პროცესის დაგეგმვის და აღსრულების ეფექტიანი სტრუქტურის შექმნა. ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული გაერთიანებული ფორუმი, დავძლიოთ ერთმანეთში არსებული წყენები და უთანხმოება, დავდგეთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, დავიწყოთ სამუშაო შეხვედრები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

“ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ გამოვხატავთ მზაობას, დავიწყოთ აქტიური კონსულტაციების ორგანიზება, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ ფორმატში და შეხვედრაში საერთო პოზიციების ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ წინაშე ურთულესი ამოცანებია. დრო აღარ არის ბევრი. საქართველოს მოსახლეობას ჩვენი გონიერების და ერთიანობის იმედი აქვს. მათი მხარდაჭერით და ერთობით ყველა პრობლემას დავძლევთ,“ - აცხადებს გიორგი თავდგირიძე, რომლის კომენტარსაც “ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია