პეტრე ცისკარიშვილი - შვეიცარიის სამიტზე მიწვეულები არიან ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ - საქართველოს ხელისუფლება არ არის მიწვეული, სამწუხაროდ, ისინი კრემლის სამსახურში დგანან

შვეიცარიის სამიტზე მიწვეულები არიან ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და არა პირიქით. აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება არ არის მიწვეული, მაგრამ რომც მიეწვიათ, რუსეთის მხრიდან შეზღუდვა იქნებოდა, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება კრემლის სამსახურში დგას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იმ რიგებში არ დგას, რომელიც უკრაინას ეხმარება, „უფრო პირიქით, რუსეთის აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან „ქართული ოცნების“ რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა ეკონომიკური სანქციები, როგორც მინიმუმ, რუსეთს შეუმსუბუქოს“.

„შვეიცარიის სამიტი არის დიდწილად ორგანიზებული უკრაინის მიერ. გასაგებია, რომ რუსეთი არ ესწრება. უკრაინამ იქ დაპატიჟა ქვეყნები, რომლებიც უკრაინას გულშემატკივრობენ, უნდათ უკრაინის გამარჯვება, უნდა მშვიდობა ოღონდ იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი გადარჩება და შენარჩუნდება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ წრეში არ არის და იმ რიგებში არ დგას, რომელიც უკრაინას ეხმარება, უფრო პირიქით, რუსეთის აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან „ოცნების“ რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა ეკონომიკური სანქციები, როგორც მინიმუმ, რუსეთს შეუმსუბუქოს. აქედან გამომდინარე, ისინი არც არიან მიწვეულები, მაგრამ რომც ვინმეს მიეპატიჟებინა უკრაინას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შეზღუდვა უკვე რუსეთის მხრიდან ექნებოდათ, რადგან ეს არ არის ის სამიტი, რომელსაც რუსეთი იწონებს და რომელსაც რუსეთი ესწრება. შესაბამისად, ძალიან სამწუხარო მოცემულობა არის, ჩვენ ეს გვესმის, რომლებიც უკრაინის მხარეს ვართ, მათ ვგულშემატკივრობთ, პროევროპულად ვართ განწყობილი. ხელისუფლება კი გვყავს, რომელიც დგას კრემლის სამსახურში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია