რომან გოცირიძე - გრიგოლ ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა

არ ვიცი უნდოდა თუ ასე გამოვიდა, მაგრამ [გრიგოლ] ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა , - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები”.

გოცირიძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადების გამოსწორებას შეეცადა, თუმცა გამოსწორების ნაცვლად პირიქით დაცინვა გამოუვიდა.

“არ ვიცი, უნდოდა თუ ასე გამოვიდა, მაგრამ [გრიგოლ] ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა. კობახიძე არაჯენტლმენურად მოიქცა, როდესაც ირიბად და მეგობრულად ნათქვამი რჩევა, რომ “ ხომ ხედავთ, რა არეულობა მსოფლიოში, რა მოხდა სლოვაკეთში, იმ კაცს [ფიცოს] ესროლეს და რად გვინდა დამატებითი დაძაბულობისა და კონფრონტაციის შეტანა საზოგადოებაში” - აი, ამ ტექსტით მეგობრული რჩევა მან აღიქვა, თითქოს ვიღაცა, რა თქმა უნდა, იგულისხმება - აშშ, აპირებს კობახიძის მოკვლას. ვის რაში სჭირდება კობახიძე? კობახიძის ნაირი არის 150 კაცი პარლამენტში. ერთი კობახიძე მეორე მათიკაშვილით ჩანაცვლდება - რა განსხვავებაა? ვის რაში სჭირდება კობახიძის მოკვლა? სინამდვილეში, აქ ირიბად იგულისხმება - “აი ბიძინას მოგვიკლავენ ეს სპეცსამსახურები”. ძალიან ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა[ირაკლი კობახიძემ], რომლითაც ნულამდე დასწია ქვეყნის და ხელისუფლების რეპუტაცია. როგორც ჩანს, ლილუაშვილი ამის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ გამოსწორების ნაცვლად პირიქით პრემიერ-მინისტრის დაცინვა გამოუვიდა”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები”.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება