ბორის პისტორიუსი - გერმანია უკრაინას Patriot-ების საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს, მეტის მიწოდების შესაძლებლობა არ არსებობს

გერმანია უკრაინას Patriot-ის მესამე სისტემის გადაცემით, რომელსაც ქვეყანა უახლოეს მომავალში მიიღებს, ამ იარაღის საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ეს არის ჩვენი საკუთარი რეზერვების მეოთხედი, მეტის გადაცემის შესაძლებლობა არ არსებობს“, - არ აღნიშნა პისტორიუსმა.

მისი თქმით, გერმანიამ წამოიწყო ინიციატივა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რომელმაც უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას, მაგრამ გაუმჯობესება კიდევაა შესაძლებელი.

პისტორიუსმა განმარტა, რომ გერმანია უზრუნველყოფს Patriot-ის მართვაზე წვრთნებს და უკრაინას რაკეტებს გადასცემს. კერძოდ, უკრაინას, ცოტა ხნის წინ, 32 ასეთი რაკეტა გადაეცა, კიდევ 68-ის მიწოდება კი უახლოეს დღეებსა და კვირებში იგეგმება.

„ამ რაკეტების შეძენა განხორციელდა გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ნიდერლანდების ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

მისი თქმით, პარტნიორები აგრძელებენ Patriot-ის წარმოების გაზრდის ყველა შესაძლებლობის შესწავლას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან აშშ-ში ა.შ., მაგრამ პრობლემა ის არის, რომ წარმოებას და მიწოდებას დრო სჭირდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს