ხატია დეკანოიძე სუს-ის უფროსის განცხადებაზე - საკუთარი განცხადებების არასერიოზულობაში ეხვევიან და კომიკური ხდება უკვე ეს ყველაფერი

ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე მოძველებული, ვადაგასული და არასერიოზული განცხადება, - ასე შეაფასა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება, რომ 2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას.

დეკანოიძის თქმით, არცერთი გამოძიება არ დასრულებულა კონკრეტული შედეგებით, ვინაიდან ასეთი საკითხი არ არსებობს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე მოძველებული, ვადაგასული და არასერიოზული განცხადება. ჩვენ ამ 12 წლის განმავლობაში ვიხილეთ ძალიან ბევრი მსგავსი განცხადებები, გადატრიალების ე.წ. რაღაც მოსალოდნელი სცენარების შესახებ.

ამიტომ, მე ამ განცხადებას სერიოზულად არ უყურებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი გამოძიება არ დასრულებულა კონკრეტული შედეგებით, ვინაიდან ასეთი საკითხი არ არსებობს.

საკუთარი განცხადებების არასერიოზულობაში ეხვევიან და კომიკური ხდება უკვე ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას.

მისი თქმით, აღნიშნული მცდელობების გასანეიტრალებლად სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, გატარდა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რითაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარების თავიდან აცილება მოხერხდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს