გიორგი ამილახვარი - ახალი არაა რა ზეწოლა ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე - დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს

ახალი არაა რა ზეწოლები ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე - დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, რომ ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სკოლის დირექტორები სამეურვეო საბჭომ თავად აირჩია და დასძინა, რომ „რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ერთ კანდიდატზე ვერ თქვეს, რომ ან არაკვალიფიციური წარადგინეს, ან პოლიტიკურად ანგაჟირებულიო“.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ოპოზიციას ჰგონია, რომ განათლების მინისტრი სტუდენტების ნაკადების მმართველიც უნდა იყოს, რადგან თვითონ ამ ყველაფერს აკეთებდნენ.

„ახალი არაა რა ზეწოლები ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე, დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, რომ ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს. ერთ-ერთი ტელეარხი არაფრიდან გამოწოვილ სიუჟეტებს აკეთებდა, რომ მინისტრს ახლა გაუშვებენ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ იმიტომ, რომ სტუდენტების ნაკადები ვერ მართაო. არ ვიცი ახლა, განათლების მინისტრი ჰგონიათ რომ სტუდენტების ნაკადების მმართველიც უნდა იყოს. რატომ ჰქონიათ? იმიტომ რომ თვითონ აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ჰგონიათ, რომ ჩვენ ამ მეთოდებით ვმუშაობთ. სკოლის დირექტორებს რაც შეეხება - დღენიადაგ სულ ამით იყვნენ დაკავებული წინა კონკურსების დროს. 820 სკოლაში წარვადგინეთ დირექტორობის კანდიდატები, არც ერთი დისკრედიტაცია არ გამომიყენებია, ყველა სამეურვეო საბჭომ თვითონ აირჩია, ზოგადად, რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ერთ კანდიდატზე ვერ თქვეს, რომ ან არაკვალიფიციური წარადგინეს, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან ა.შ. ეს ახლა ის მეთოდები იყო და აღარ მიყვარს უკვე ამ წარსულზე ლაპარაკი, რომლისგანაც ჩვენი სისტემა 12 წელია უკვე გამოვიდა“, - განაცხადა ამილახვარმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში