განათლების მინისტრი - 2026 წლის სექტემბერში სასწავლო წელს ყველა საგნის, ყველა კლასის სახელმძღვანელო იქნება ახალი მერხებზე

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2026 წლის სექტემბერში, ყველა კლასის მოსწავლეს, ყველა სახელმძღვანელო ექნება ახალი. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, 2026 წლის სექტემბრისთვის მოხდება ყველა სასკოლო სტანდარტის განახლება.

„სასკოლო სტანდარტების გადამუშავება უკვე ფინიშისკენ მიდის, წლის ბოლოსთვის დავასრულებთ, რასაც მყისიერად მოჰყვება სახელმძღვანელოების საკითხი. შემიძლია ჩვენ საზოგადოებას დავპირდე, რომ არა უგვიანეს 2026 წლის სექტემბერში, ყველა სასკოლო სტანდარტის განახლებას, შემდგომ ყველა სახელმძღვანელოს ან განახლებას, ან ადაპტირებას, ან საერთოდ ახლიდან დაწერას. მაქსიმუმ 2 წელიწადში, 2026 წლის სექტემბერში სასწავლო წელს ყველა საგნის, ყველა კლასის სახელმძღვანელო იქნება ახალი მერხებზე“,- განაცხადა ამილახვარმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს