შალვა პაპუაშვილი - ის ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ჩინეთს, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია, მტრად აცხადებს იმიტომ, რომ ეს შეკვეთა გარედან მიიღეს - ანტიჩინური კამპანიისთვის ფული გარედან იხარჯება

შეიძლება ვიღაცა ვერც აცნობიერებს, თუ რა ანტიქართულ მოძრაობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით მტრული განცხადებები ისმის ოპოზიციის და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ოპოზიცია და ,,ენჯეობის’’ ნაწილი ჩინეთს აცხადებს მტრად და ეს კამპანია გარედან ფინანსდება.

,,ჩვენ ვნახეთ რომ იყო წერილი, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ოპოზიციამ მიმართეს კონგრესის იმ წევრებს, რომლებმაც ახლახან ე.წ. მეგობარი აქტი დააინიცირეს და ამ წერილში ჩინეთს, როგორც მტრულად განწყობილ სახელმწიფოს, მოიხსენიებენ. ოპოზიცია ჩინეთს მიიჩნევს, საქართველოს მიმართ მტრულ სახელმწიფოდ. აი, ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ჩინეთს აცხადებს სრულად მტრულ სახელმწიფოდ და ამ ხალხს უნდა ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია, მტრად აცხადებს იმიტომ, რომ გარედან მიიღეს ეს შეკვეთა. არამხოლოდ შეკვეთა პოლიტიკური, არამედ, ამაში გარედან ფული იხარჯება, რომ ანტიჩინური კამპანია იყოს.

იცით, რომ თინა ხიდაშელის "ენჯეო" ტაივანიდან ფინანსდება იმისთვის, რომ ანტიჩინური კამპანია აწარმოოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დაუკვირდეს ყველა, რაზე ფიქრობენ და სად არიან, როდესაც ისინი ჩინეთს აცხადებენ მტრად. დღეს ოპოზიცია და ,,ენჯეობის’’ ნაწილი ჩინეთს აცხადებს მტრად, აი, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება ჩინეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით დამოკიდებულებას, ჩინეთის საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დამოკიდებულებაზე მაინც უნდა დაფიქრდეთ, რომ მიხვდეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საერთაშორისო პლატფორმებზე, ტერიტორიულ მთლიანობის, როგორც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ მთავარ პრინციპთან. აქ როგორ შეიძლება კითხვის ნიშანი არსებობდეს იმიტომ, რომ ჩინეთს ამ მხრივ აქვს მკაფიო პოზიცია, ყველა ქვეყნის მიმართ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება